გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს

16/01/2019

„ჩვენ ორიოდე თვის წინ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი და ეს ფაქტი სიმბოლურია: არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული მოვლენაა და ასევე, ახალი პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ოჯახს, რომელიც ემიგრირებული იყო პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა ორ ქვეყანას შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი იყო და რჩება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0