გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

29/11/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრუ ჟიზდანს შეხვდა. ალექსანდრუ ჟიზდანი, მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ მოლდოველ კოლეგასთან საუბრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0