გიორგი გურასპაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

22/09/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ მიწობში სანიაღვრე არხის და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები 127 880 ლარით ფინანსდება. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ წრომში საბავშვო ბაღის მოწყობა. სამუშაოებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და თანხის ჯამური ღირებულება 61 218 ლარს შეადგენს. სააღმზრდელო დაწესებულება ყველანაირ სტანდარტს უპასუხებს და ბავშვების აღზრდა-განათლებისთვის სათანადო პირობებს შექმნის.
ქალაქ ხაშურში, ჭალის უბნის დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 293 ლარი გამოიყო. პროექტი მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0