გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს

21/11/2017

ახალ ზელანდიაში (რეზიდენციით ავსტრალია) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება პატსი რედის.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში წარმოთქმულ სიტყვაში, გენერალ-გუბერნატორი მიესალმა ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოხატა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ცერემონიას ესწრებოდნენ ახალი ზელანდიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დამიენ ო’კონორი, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.ღონისძიება ველინგტონში, მთავრობის სახლში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0