გიორგი დოხტურიშვილმა, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

09/04/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის პარკში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. რწმუნებულთან ერთად ადგილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოსახლეობა იმყოფებოდა. მემორიალთან ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ზურაბ (ხაჩიძემ) 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გარდა ამისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის “ბეთანიის” და ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით თემატური ღონისძიება გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0