გიორგი დოხტურიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

08/12/2023

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულმა დამსწრე წევრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა 2023 წელს უკვე განხორციელებულ და მიმდინარე, ასევე მომავალ წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე, ექვსი მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0