გიორგი მარგველაშვილი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13/10/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდა, ქვეყანაში დემოკრატიული და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და ფონდის ეგიდით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში რეგიონების მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რომლის განვითარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0