გიორგი მარგველაშვილი ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

17/06/2017

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.
მისი სახით ქართველომა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში.
ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმაელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში

Tweet about this on TwitterShare on Facebook0