გიორგი მარგველაშვილი ALDE -ს ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

27/06/2017

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს, ALDE -ს წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციით ამ ცვლილებებთან და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა.
ALDE- ს წამომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნულ ფაქტზე, დაინტერესდნენ პრეზიდენტის პოზიციით და ზოგადად, საქმის სწრაფად გამოძიების წარმართვის მიმართულებით გადადგმულ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც შეხვედრას პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0