გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში, კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

28/10/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში, კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიგელები გადასცა.
საუკეთესო სატელევიზიო ნაშრომისათვის დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები: I ადგილი – ეკა კოპალიანი, II ადგილი – სოფო ზურაბიანი;
საუკეთესო ელექტრონული ნაშრომისათვის I ადგილი – რუსუდან მაჩაიძე; II ადგილი – მანანა ვარდიაშვილი
საუკეთესო საგაზეთო ნაშრომისათვის I ადგილი – ლელა დუმბაძე; II ადგილი – თიკო ოსმანოვა;
საუკეთესო რადიო ნაშრომისათვის I ადგილი – ნათია არველაძე, II ადგილი – მანანა დევაძე;
პროექტი ითვალისწინებდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს.
კონკურსი “ჟურნალისტები კონსტიტუციაზე” არასამთავრობო ორგანიზაციამ “განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი” (EARI) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
კონსტიტუციონალისტებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პირველ და მეორე ადგილებზე გასული 8 გამარჯვებული გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულმა ნომინანტებმა ფულადი ჯილდოებიც მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0