გიორგი ხატიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

24/10/2017

საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხატიძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.
გიორგი ხატიძე: „უნგრეთთან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის, კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე ისაუბრეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0