გორში ახალი საწარმო გაიხსნა

06/10/2017

ლევან დავითაშვილმა გორის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ახალი ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „ბატონო“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შპს „ბატონო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 300 ტონა სხვადსხვა სახის სასურსათო პროდუქცია იწარმოება. საწარმოში ჯამურად 459,833 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183,933 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 229,917 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0