გოჩა ზეიკიძე სამშენებლო კომპანიის „Vahostav-Sk” წარმომადგენლებს შეხვდა

15/02/2017

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ სამშენებლო კომპანიის „Vahostav-Sk” წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „ჩვენს რეგიონში დაგეგმილი მასშტაბური აქტივობების ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი საშუალება სწორედ სამშენებლო კომპანიებთან აქტიური დიალოგი და თანამშრომლობაა,“ – აღნიშნა გოჩა ზეიკიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0