გოჩა მელაძემ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

29/11/2017

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახსა და „დემოკრატიის ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა. მემორანდუმის გაფორმება მოხდა პროექტის „ახალი პერსპექტივები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში“ ფარგლებში.
პროგრამის მიზანია ნაადრევი ქორწინების შესახებ აჭარის რეგიონის მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლება და არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალებისათვის სამართლებრივი, ჯანდაცვისა და განათლების შესახებ ტრენინგების შეთავაზება.
პროექტის ფარგლებში „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციართა მოძიებას და დაგეგმილ შეხვედრებში მათ ჩართულობას.
გაიმართა აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციაც, რომელსაც მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0