გუბერნატორი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

26/05/2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია სამხედრო ტექნიკა, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე, ერისთავის თეატრის მიმდებარედ შეგიძლიათ ხელნაკეთი და მხატვრული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიეროთ. ასევე, მოწყობილია უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აგრეთვე იგეგმება გალა–კონცერტი საღამოს 19:00 საათზე და ფეიერვერკი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0