გურიაში ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

01/12/2018

გურიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სტიქიის სალიკვიდაციო აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობენ.

ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებიან და სტიქიის შედეგებს ეცნობიან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილეები გიორგი თურმანიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

“ლანჩხუთში და მიმდებარე რამდენიმე სოფელში სახლების სახურავებია დაზიანებული, მოგლეჯილია ხეები, შეწყვეტილია გაზის და ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, კერძოდ, დაწყებულია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ შესაბამისმა კომპანიებმა სახურავების შეკეთების სამუშაოები.” – განაცხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსმა ოთარ არევაძემ.

„ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. გავდივართ ყველა რთულ ობიექტზე, ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ პრობლემებს და საჭიროებებს“- განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0