“გურჯაანის ნაყინს” 2 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა

16/06/2017

დღეს, ევროკავშირის მხარდაჭერით კომპანიას “გურჯაანის ნაყინი” 2 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა. ცერემონიას ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
კომპანიის ახალი სივრცე და საწარმოო ხაზის აღჭურვილობა, შეძენილ იქნა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხით, რაც “ევროკავშირი ბიზნესისთვის” (EU4Business) და EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილს წარმოადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გურამ ბერიკაშვილი ამბობს ეს დაეხმარება კომპანიას გაფართოვდეს და გაზარდოს წარმოება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მეტად მიუწვდებოდეთ ხელი დაფინანსებაზე და განახორციელონ ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0