დაბა ბაკურიანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

02/08/2017

დაბა ბაკურიანში დასრულდა დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია.
ტატრაპომას მიმასავლელ გზაზე ასფალტობეტონის საფარი ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0