დაბა კაზრეთში მდებარე პარკში 10 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

15/04/2021

დაბა კაზრეთში გამწვანების აქცია მოეწყო. პარკში, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, შპს “ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის“ თანამშრომლებმა 10 სახეობის 40 ხე-მცენარე დარგეს. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ დაბა კაზრეთის გარდა, ხე-მცენარეები ქალაქ ბოლნისში მდებარე პარკშიც დაირგო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0