დავით აღმაშენებლის გამზირზე გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

06/06/2016

პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში 47 შენობის რესტავრაცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის შენობების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.
ამ ეტაპზე, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებზე შეიცვალა საწვიმარი ძაბრები და ღარები, ეგრეთწოდებული “ჟოლოპები”.
არქიტექტურული გადაწყვეტილებით გადახურვებზე მოეწყობა სამერცხლულები, რომელიც მანამდე სახურევებს არ გააჩნდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გარდა ფუნქიური დატვირთვისა, სამერცხლულები მნიშვნელოვნად შეცვლის შენობების ვიზუალურ მხარეს.
გადახურვა მიმდინარეობს თუნუქის მასალით რომელიც, ნაცრისფერ, მუქ წითელ და ყავისფერ ფერებშია გადაწყვეტილი.
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 ისტორიული შენობის გადახურვის სამუშაოები გამზირის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0