დავით საგანელიძემ თბილისში PABSEC-ის სხდომა გახსნა

11/04/2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ თბილისში მიმდინარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხთა 48-ე კომიტეტის სხდომა საზეიმოდ გახსნა. საგანელიძე მიესალმა სხდომის მონაწილეებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა მათ. იგი 2013-2014 წლებში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამჟამად საგანელიძე ბისეკის აბრეშუმის გზის პროექტების მუდმივი წარმომადგენელია. თბილისში გამართული 48-ე სხდომა ბისეკის ქვეყნებში ახალი და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას ეხებოდა. სხდომის მონაწილეებმა ასევე განსაზღვრეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხთა 49-ე კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ამა წლის 8 სექტემბერს გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0