დავით შერაზადიშვილი ბაქოში გამართულ ,,ქართული დღეების’’ კვირეულში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

30/01/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბაქოში გამართულ “ქართული დღეების” კვირეულში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა მერს მათი შთაბეჭდილებები გააცნეს და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამეს. არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებაში” ჩართული ბოლნისელი ახალგაზრდების ბაქოში ვიზიტი მუნიციპალიტეტმა სრულად დააფინანსა. „ქართული დღეები“ აზერბაიჯანის დედაქალაქში 24-26 იანვრს გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0