დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

06/03/2017

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს 2016 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
“მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელი გამოირჩეოდა დემოკრატიული პროცესებით. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი წარმატებული ტესტი ჩააბარა, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნების გზით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დააკომპლექტა. ვადამდელ გამგებლის არჩევნებში კი ბოლნისის მოსახლეობის 95 %-მა გამომიცხადა ნდობა, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს თითოეული თქვენგანის წინაშე. მინდა ყველა იმ ადამიანს პირადად გადავუხადო მადლობა, რომლებმაც უდიდესი ნდობა გამოგვიცხადეს.
2016 წელს შევაფასებდი, როგორც მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის წლად.
გასული 2016 წელი ბოლნისისთვის იყო ნაყოფიერი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. განხორციელდა არაერთი პროექტი, რომლებიც მოსახლეობისთვის უკეთესი ინრფასტრუქტურული გარემოს შექმნას გულისხმობს. ასევე წარმატებით განხორციელდა სოციალური პროგრამები.მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, თქვენთან ერთად, მიმდინარე წელსაც წარმატებით გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას”,- ასე დაიწყო საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2016 წლის ანგარიშის წარდგენა. დავით შერაზადიშვილმა გამგეობის სამსახურებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი კერძო სამართლის იურიდიული პირების ეფექტურ მუშობაზე ისაუბრა და აქცენტები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოლიდურ სოციალურ პროგრამებზე გააკეთა. ასევე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებების კუთხით მიღწეულ წარმატებებს.
მოხსენება ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად პროექტორზე დასრულებული ინფრასტურქტურული ობიექტების ფოტო კოლაჟი უჩვენეს.
მოხსენების დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს დეპუტატებმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში მოიწონეს და მის ცნობად მიღებას მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0