დათო გოგუამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

05/12/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. დაბა ჩხოროწყუში, საროდონაიოს უბანში, მიმდინარე წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა ბეტონის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი. სამუშაოები შეასრულა ინდ.მეწარმე ,,დათო ხეცურიანმა“. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო . აღნიშნული თანხა მიმართულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0