დედამიწის საერთაშორისო დღე დასუფთავებისა აქციით აღინიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში

28/04/2017

დედამიწის საერთაშორისო დღე დასუფთავებისა აქციით აღინიშნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, დასუფთავების სამსახურისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში არსებული რეკრეაციული ზონების, სკვერებისა და პარკების მიმდებარე ტერიტორიები, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების შემოგარენი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დედამიწის დღე ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0