დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

23/01/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
სამეთვალყურეო საბჭომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, დევნილთა საარსებო წყაროების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები და საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ უწყებათაშორისი კომიტეტისთვის წარსადგენი რეკომენდაციები დაამტკიცა.
შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის 2016 წლის IV კვარტლის ანგარიში გააცნეს, რომელიც შემდგომში უწყებათაშორის კომიტეტს წარედგინება.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი და გოგი ფაცაცია, საბჭოში შემავალი სამინისტროების, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0