დეპუტატებმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობის 6 თვის ანგარიში განიხილეს

18/07/2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელშიც კომიტეტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, კომიტეტის გასული 6 თვის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
შეხვედრაზე შეაფასეს თემატური მოკვლევების და საკომიტეტო მოსმენების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები. ასევე, განისაზღვრა მათი საპასუხო აქტივობა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის შემუშავებაზე. კომიტეტმა განსაზღვრა მიმდინარე ხუთი თემატური მოკვლევის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობის განრიგი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტი, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენელთა გარკვეული პერიოდით მოწვევასა და მათი ანგარიშების მოსმენას. ასევე, განისაზღვრა, რომ კომიტეტი 2022 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას აქტიურ მონიტორინგს გაუწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0