დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

12/05/2017

საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის პრეზიდენტის, როლფ ვენცელის შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ზრდადი დინამიკით ხასიათდება. მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები.
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველი განსაკუთრებით დაინტერესდა აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობით. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სივრცით რეფორმაზე, აგრეთვე საჯარო სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერასა და სხვა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ სამომავალო თანამშრომლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერის მიხედვით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0