დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

23/05/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის მინისტრს ბიულენთ თუფენქჩის შეხვდა. შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ჩატარდა.
შეხვედრა შეეხებოდა საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე საბაჟო და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. რომ თანამშრომლობის ხარისხი ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არის სანიმუშო და ორიენტირებულია შემდგომი დინამიური განვითარებისკენ. ყოველი კონკრეტული პროექტი მიმართულია საქართველოს და თურქეთის გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდისკენ.
საქართველო და თურქეთი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის უნიკალურობის შედეგად, ბუნებრივი მოკავშირეები არიან ტრანზიტული მარშრუტების განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერი პროექტის იმპლემენტაციისას. საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ინიციატივას აბრემუშის უძველესი გზის აღდგენასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0