დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დირექტორს შეხვდა

23/05/2017

მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით საკითხებზე ესაუბრა.
განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამიდან, ერთი უკვე დამტკიცდა მსოფლიო ბანკის მიერ, ხოლო მეორე, რომელიც გაკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0