დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდა

06/04/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „თიბისი ბანკის“ უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასა და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე, რომელზეც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობასა და მის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმებზე. მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა მიმართულია ბიზნესის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებლის, განვითარებაზე, ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე ქვეყნის წინსვლის პროცესში და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0