დიმიტრი ქუმსიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილესთან კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა

11/09/2017

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმართან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორპორაციის საქართველოსთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერის მიზნით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა გრანტი 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ განათლების მიმართულებაზე. აღინიშნა ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და MCC-ს შორის, მათ შორის, განათლების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0