დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

02/04/2019

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 2 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები. შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი – იოსებ ღარიბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0