დუშეთში მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

23/06/2017

ილია ზაქაიძის სახელობის ქ. დუშეთის კულტურის სახლში, გაიმართა ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის მურმან ჯინორიასა და მომღერალ ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო.
მაყურებელს თავისი პროგრამა წარუდგინა და საღამო გახსნა ლაშა ღლონტმა, რომელმაც შესრულა ნატო გელაშვილის, დათო არჩვაძის, მამუკა ჩარკვიანის და სხვა კომპოზიტორების სიმღერები.
საღამოს მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო მურმან ჯინორიას შემოქმედებას. დამსწრე საზოგადოებას მასახიობმა წაუკითხა ქართველი პოეტების- ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიანიძის, მუხრან მაჭავარიანის, ტიციანის, გალაქტიონის ლექსები, აგრეთვე, შეასრულა რამდენიმე ნაწყვეტი სხვდასხვა როლებიდან.
შემოქმედებით საღამოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ესწრებოდა , აგრეთვე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0