ევროპელი მოხალისეები გურულ ტრადიციებს გაეცნენ

10/03/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა (ა) ი.პ. “კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით სოფელ დვაბზუს შალვა რადიანის სახელობის მუზეუმში უცხოელი მოხალისეებისთვის გურული ტრადიციებისა და კერძების მომზადება-დაგემოვნების გაცნობითი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწლეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს“ ევროპის მოხალისეობრივი სერვისის მოხალისეები პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და ლატვიიდან. ევროპელი მოხალისეები გაეცნენ გურულ ტრადიციებს, დაათვალიერეს შალვა რადიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოისმინეს გურული ფოლკლორული სიმღერები და მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული გურული კერძების მომზადება-დაგემოვნებაში. როგორც “კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ავთანდილ სირბილაშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს გურიის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გურიის ცნობადობის გაზრდასა და უცხოელთა ადგილობრივი ტურისტული პოტენციალით დაინტერესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0