ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი დაესწრება

04/04/2017

ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ მთელი წლის განმავლობაში სეზონის გახანგძლივების და სამთო კურორტების განვითარების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. იმსჯელებენ სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვაზე
კონფერენცია ერთის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენას საერაშორისო დონეზე, ხოლო მეორეს მხრივ დიდ წვლილს შეიტანს მთის კურორტების განვითარებაში
საქართველოს სამთო კურორტების განვითარება:
• განახლდა ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებელი
• დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურსა და ბაკურიანში • 2017 წლის ბოლოს დასრულდება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა
• 2012-2016 წლებში აშენდა 12 ახალი საბაგირო
• 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა კურორტი მიტარბი
• ამიერკავკასიაში პირველი ტობოგანი ანუ მთის ციგა დამონტაჟდა დიდველზე
• ბაკურიანში დაგეგმილია ბიატლონის ტრამპლინზე ხტომისა და ჰოკეის ინფრასტრუქტურის მშენებლობა
•კურორტები გუდაური, ბაკურიანი (კოხტა,დიდველი,მიტარბი),გოდერძი
სვანეთი (ჰაწვალი, თეთნულდი) ჩაერთო ერთიან სააბონენტო სისტემაში
• კურურტებზე მუშაობს სკი პატრული
• გაიხსნა ახალი სათხილამურო კურორტი გოდერძი
• 2018 წლისთვის კობი-გუდაურში 3 ახალი საბაგირო გაიხსნება
• მომზადდა გუდაურის განვითარების სტრატეგიული გეგმა
• 2018 წლის ბოლოს, გუდაურსა და მიმდებარე რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებ
• ახალი საბაგიროების შედეგად კობი, გუდაური და ყაზბეგი ერთ კლასტერად შეიკვრება
• კურორტ თეთნულდზე მოეწყო 4 საბაგირო, 8 სათხილამურო გზა – 30 კმ და განხორციელდა სათხილამურო გზების მარკირება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0