ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08/11/2017

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი და საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ მოდებაძე ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა შეხვედრის მიზანია დაეხმაროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის შიგნით დანაკარგების მონაცემების შეგროვებას და მის გამოყენებას.
განსაკუთრებით, აქცენტი კეთდება SENDAI ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კატასტროფებით მიყენებული ზარალის (DRR) შემცირების ინდიკატორების მონიტორინგის და იმპლემენტაციის მექანიზმებზე.
ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის ორგანიზებით 6-8 ნოემბერს იმართება ქ. ბრიუსელში (ბელგია) და მასში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 100-მდე ექსპერტი მონაწილეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და განიხილეს ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის დათვლის მეთოდოლოგიასთან და კრიტიკული ინფრატსრუქტურის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება იქნა მიღწეული პორტუგალიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და სლოვენიასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0