ევროპის მოედანზე 85 სახეობის ხე-მცენარე დაირგო

02/06/2016

ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, კერძოდ, ევროპის მოედანზე, დაირგო 85 სახეობის ხე-მცენარე.
რუსთაველის, მემედ აბაშიძის, ბარათაშვილის, გორგილაძის, ნინოშვილისა და გოგებაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ჰერბიციდით შეიწამლა ბორდიურები და სავალი ბილიკები.
ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილსა (ჭადრაკის სახლი) და თამარის დასახლებაში მდებარე სკვერებში მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი. ბორდიურები და სავალი ბილიკები გაიწმინდა სარეველებისაგან, გაისხლა მცენარეები და დასუფთავდა ტერიტორია.
გმირთა ხეივნის, თამარის დასახლების, აბუსერიძისა და აბაშიძის ქუჩების მიმდებარედ ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები, ხოლო გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერებსა და საყვავილეებში ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები. დაზიანებულ ადგილებში მოხდა მცენარეების ჩამატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0