ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამწევრიანი სია გადაეგზავნა

07/09/2017

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამწევრიანი სია გადაეგზავნა. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, სიაში არიან ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი და ლადო ჭანტურია.
“მინდა დამატებით გაცნობით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო საქართველოს სახელმწიფოსგან სამწევრიანი, მრჩეველ ექსპერტთა საბჭოს მიერ მოწონებული მოსამართლეობის კანდიდატთა სია – ოთარ სიჭინავას, ლალი ფაფიაშვილისა და ლადო ჭანტურიას შემადგენლობით. სიის გადაცემის მომენტიდან დაიწყო კონკურსის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე, ჩვენ ვმუშაობთ სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობისა და წარმომადგენლის ხელშეწყობითა და დახმარებით იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად და წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და იმიჯიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
“როგორც ყველამ ვიცით, პროცედურაში დარჩა ორი ეტაპი და მეორე გახლავთ შესაბამის კომიტეტზე სამ კანდიდატთან გასაუბრება. მე სამივეს ვუსურვებ წარმატებას. მათ მოუწევთ თავიანთი პასუხისმგებლობა აჩვენონ უკვე პრაქტიკაში და როცა კომიტეტი მოუსმენს მათ, კომიტეტი ან მოიწონებს ერთ ან მაქსიმუმ ორ კანდიდატს და სია გადაეცემა ასამბლეას, ან მეორე სცენით განვითარდება მოვლენები და რომელიმე კანდიდატს არ ექნება შესაძლებლობა აჩვენოს ის ცოდნა მაღალი ხარისხით, რომელიც მას გააჩნია. მე ასეთ სცენარს არ ვუსურვებ არც მათ და არც ჩვენს სახელმწიფოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0