ეკატერინე გრიგალავა უკრაინელ კოლეგას შეხვდა

20/02/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა უკრაინის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს მიკოლა კუზიოს შეხვდა. მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკებს შორის სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ იმსჯელეს. ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებები ევროინტეგრაციის კუთხით და სამ ქვეყანას შორის გარემოსდაცვით სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიერ მიღწეულ პროგრესს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის პროცესში და აღინიშნა რეგიონული ძალისხმევის მნიშვნელობა ევროინტეგრაციის გაღრმავების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0