ეკატერინე გრიგალავა ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკის შეხვდა

20/10/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ჩეხეთის ელჩს საქართველოში ტომაშ პერნიცკის შეხვდა. მხარეებმა თუშეთის დაცული ტერიტორიების განვითარების გეგმა, სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ორგანიზებით გაიმართა და მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), GFA -ის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0