ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

17/09/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მინისტრი, კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 154 პაციენტი იმყოფება. რეანიმაციულ პალატაში, ექიმების ზედამხვედლების ქვეშ კი დაკვირვებას 12 პაციენტი გადის. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში საწოლფონდი სრულადაა მობილიზებუილი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკარანტინე სივრცეებში პაციენტების გამოჯანმრთელების დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„აჭარაში საწოლფონდი სრულად მობილიზებულია. ამ ეტაპისთვის კოვიდ -კლინიკების დატვირთულობა 50%ს შეადგენს. პაციენტების გამოჯანმრთლეების დადებითი დინამიკა შეინიშნება საკარანტინე სივრცეებშიც. აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გარკევეული დაკვირვება ჯერ კიდევ გვესაჭიროება“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0