ერევნის პოლიციაში შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს

17/07/2016

შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ერევანში პოლიციის შენობა დაიკავა, ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომასა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას სომეხი დეპუტატი ნიკოლა პაშინაიანი ავრცელებს.

შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში 7 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში 8 ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0