ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი

22/05/2017

„ეს ნამდვილად არის წინადადგმული ნაბიჯი და თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში კონსესუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხებზე, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს, ბერლინში, განაცხადა, სადაც კონსტიტუციური პროექტს განიხილავენ.
თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. ვენეციის კომისიის მდივანი კონსესუსის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი.
მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა თომას მარკერტმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, ვენეციის კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსესუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ,ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, რომ კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“ – განაცხადა თომას მარკერტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0