ეს იყო ყველაზე ნათლად გაცხადებული დამოკიდებულების დემონსტრირება

02/08/2017

მაიკ პენსისგან ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების 5-წლიანი პერიოდის ძალიან მაღალი შეფასება, აშშ-ის საქართველოსადმი ღია, მყარი და შთამბეჭდავი მხარდაჭერის მომსწრე ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
”მაიკ პენსისგან ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების 5-წლიანი პერიოდის ძალიან მაღალი შეფასება, აშშ-ის საქართველოსადმი ღია მყარი და შთამბეჭდავი მხარდაჭერის მომსწრე ვართ. ეს იყო ყველაზე ნათლად გაცხადებული დამოკიდებულების დემონსტრირება. ხელისუფლების 5-წლიანი პერიოდის ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინეთ. ვფიქრობ, არ დარჩა დემაგოგიის სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ ვიცე პრეზიდენტის მიერ პირველ ევროპულ ტურნეში შერჩეული იქნა საქართველო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს 6 თვეში ახალი ადმინისტრაციის არჩევიდან განხორციელდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0