ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,KFW“ – გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

10/05/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,KFW“ – გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამტრედიის მაჯორიტრმა დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ, აღნიშნული ბანკი სამტრედიაში არსებული ერთ–ერთი ყველაზე მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად მოიწვია. საუბარია სამტრედიაში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობაზე.
შეხვედრას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ , მოადგილეებმა დავით ბახტაძემ და მამუკა თავაძემ , ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ, გერმანელ სტუმრებს, წყლის პროექტების მენეჯერს და ტექნიკურ ექსპერტს ბერდ ჰაზეს და ტომას გოლფს, სათავო ოფისის და სამტრედიის სერვის–ცენტრის წარმომადგენლობას სხვადასხვა ობიექტები დაათვალიერებიეს. მათ შორის ქუტირში მდებარე წყლის სათავო ნაგებობა.
მუნიციპალიტეტის გამგებელის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ,, ინვესოტორებისთვის აღნიშნული პროექტის მიწოდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული პრობლემის სრულად მოგვარება.“
როგორც გერმანელმა წარმოამდგენლობამ აღნიშნა , სამომავლო პერსპექტივაში პროექტის დაფინანსება სრულიად რეალურია და გერმანიის მთავრობა მზად არის პროექტის დასაფინანსებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0