ვანში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

06/07/2017

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ,მოადგილე ლაშა გიორგაძემ , საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილმა და ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა გვანცა სიგუამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და დახმარებას დაპირდნენ. მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი, რამდენიმე ოჯახში პირადად მივიდა და ადგილზე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ამ დროისთვის ვანში 16 სხვა და სხვა დასახელების იფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ,რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს. წელს ვანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში :სულორში, ციხესულორში და ბზვანში სრულად რეაბილიტირდება საბავშვო ბაღის შენობები,ასევე სოფელ შუამთის ცენტრში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. რაც შეეხება გზებს, რეაბილიტაცია უტარდება:ტობანიერი-ყუმურის, დიხაშხო-ბზვანის, გორა-უხუთის, სულორი-ძულუხის, სალხინო-ზენობნის, დიხაშხო -ჭალის მიმართულებით, სოფელ მუქედის, ქ.ვანში ჩხუნაშვილის ქუჩის და ქ.ვანში თავისუფლების ქუჩის საავტომობილო გზებს. წელსვე სოფელ ტობანიერში კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი აშენდება. ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 3 538 985 ლარი დაიხარჯება ,ადგილობრივი ბიუჯეტის 1 206 794 ლარიანი თანადაფინანსებით. ამასთან ერთად ქ.ვანში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციისაა და შუამთა- მუქედის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე გარე-განათების მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 299 ლარი დაიხარჯება. დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მუქედში, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0