ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

23/11/2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0