ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

20/09/2017

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ევროპარლამენტის დელეგაციასთან, რომელსაც ევროპარლამენტარი საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპარლამენტის რეკომენდაციების მნიშვნელობა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტთან დაკავშირებით, რომლებიც ამჟამად განიხილება ევროპარლამენტში.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა.
ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც არაერთ რეზოლუციაშია ხაზგასმული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0