ვისურვებდი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უახლოეს მომავალში აღინიშნოს ცხინვალსა და სოხუმში

26/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას საქართელოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მინდა პირველ რიგში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი წლები იყო ურთულესი, მაგრამ საქართველომ ყოველთვის იცოდა მთავარი, რომ ის მიდიოდა ძალიან მდგრადად თავისუფლებისკენ, განვითარებისკენ და დემოკრატიისკენ. დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში აღინიშნება დღევანდელი დღე და ვისურვებდი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უახლოეს მომავალში აღინიშნოს ცხინვალსა და სოხუმში. მინდა განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0